ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრთან, სადაც ჰომოფობიურ კანონპროექტს განიხლავენ, პოლიციელები გამოჩნდნენ
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

თეატრში, ამ წუთებში, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

ჩამოსულები არიან უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი და სხვები.

შეხვედრას "ქართული ოცნების" მხადამჭერები და საჯარო მოხელეები ესწრებიან. 



Print