ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, იმერეთის რეგიონში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 22-23 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი დაფიქსირდება.

"24 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 25-26 აპრილს 37 გრადუსი დაფიქსირდება. 25-ში დღის მეორე ნახევრიდან კი 26 აპრილის ღამის საათების ჩათვლით გაძლიერება დასავლეთის მიმართულების ქარი",- განმარტა დოდო გვაზავამ.

მისივე თქმით, 27-28 აპრილს შესაძლოა გაწვიმდეს, ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსამდე დაიკლებს.
Print