ახალი ამბები
ქუთაისში ვეტერინალური კლინიკის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობისთვის 12 000 ლარამდე დაიხარჯება.

ქუთაისში ვეტერინალური კლინიკისა და მასთან არსებული ლაბორატორიის მოწყობის აუცილებლობაზე "ქუთაისიპოსტთან" შპს "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობა საუბრობს.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის არარსებობის გამო, ძაღლების მეპატრონეებს თბილისის ვეტერინალურ კლინიკაში უწევთ სიარული.

ასევე, ლაბორატორიის არარსებობის გამო ჭირს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების გამოკვლევაც.

"ისეთი ლაბორატორია გვექნება, სადაც ცხოველებზე ელემენტარული კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი. მაგალითად, როგორიცაა: სისხლის, ბეწვის, ნაცხის და კანის დაავადებების ანალიზების გაკეთება," – ამბობენ შპს "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარამდე დაიხარჯება.

ვეტერინალური კლინიკისა და ლაბორატორიის მოწყობა მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე იგეგმება.




Print