ახალი ამბები
ზესტაფონში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
FaceBook
ბაღების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა მილიონ ლარამდე გამოიყო

ზესტაფონში საბავშვო ბაღის 4 ახალი ახალი შენობა გაიხსნა.

საბავშვო ბაღის კორპუსები აღჭურვილია ახალი ინვენტარით და მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. ბაღების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა მილიონ ლარამდე გამოიყო.

ბაღებისთვის ფართი სოფელ მეორე სვირსა და ქვედა საქარაში გამოიყო.

ამათგან, ერთი ბაღი 105 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო დანარჩენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 70 მოსწავლის მიღებას შეძლებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაღებისთვის ახალი შენობების მშენებლობის გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში გაზრდილი კონტიგენტის გამო მიიღო.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ახალი შენობების აშენების პარალურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ შენობებსაც.

Print