ახალი ამბები
ყველაზე მეტი აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე გადის - არჩევითი საგნების სტატისტიკა ცნობილია
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
naec.ge-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 21 400-ზე მეტი აბიტუტიენტი ისტორიის გამოცდაზე გადის.

მათემატიკა აირჩია 17 000-მდე აბიტურიენტმა, გეოგრაფია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ლიტერატურა – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა, სამოქალაქო განათლება - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ქიმია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ფიზიკა – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ბიოლოგია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ხელოვნება კი – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900- ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.






Print