ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - დამტვრეულია 4 მსუბუქი მანქანა
FaceBook
ქუთაისში ე.წ. მინისტარის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, ორი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელმაც მძღოლებს ავტომობილების გასაღები ჩამოართვა და განყოფილებაში გადაიყვანა.

მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.


რეზი ბურჯანაძე
Print