ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 30-32 გრადუსი დაფიქსირდება, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარიც.

დოდო გვაზავას განმარტებით, 19-20 აპრილს მოიღრუბლება და აგრილდება, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 21 აპრილს კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.


Print
თეგები: #ამინდი