ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში დამოუკიიდებელი დაპუტატი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ გარდაიცვალა.

დეპუტატი სიმსივნეს ებრძოდა.

დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარტიის დაარსების დღიდან იყო.

გასული წლის ნოემბერში კი ენმ-ის პარტია და ფრაქცია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო საქმიანობა.
Print