ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია - ოდა ტურისტების მოსაზიდად გვინდა
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტარცია იმერულ ოდასთან დაკავშირებულ "ევროპა ჩვენი სახლიას" კრიტიკას ეხმაურება. განცხდებას უცვლელად გთავაზობთ.
"ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია " იმერულ ოდასთან" დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო აცხადებს, რომ პროექტი ტურისტების მოზიდვასა და მათთვის ეგზოტიკური გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. იმერეთის ეთნოგრაფიული ყოფითი კულტურის დამახასიათებელი სიმბოლო ბაღს ტურისტული თვალისაზრისით უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის, პროექტის განხორციელება სწორედ ამ მიზნით დაგეგმა ქალაქ ქუთაისის მერიამ რაც გათვლილია ტურისტულად ობიექტის გააქტიურებასა და შემოსავლების გაზრდაზე",- ნათქვამია განცხადებაში.  
აღნისნული არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია"ს წარმომადგენელი, გია გოქაძე ირწმუნება, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში "საქეიფო" გარემოს შექმნა სურთ.
Print