ახალი ამბები
ქუთაისის მერია საფიჩხიის ცენტრის რეაბილიტაციას გეგმავს - გამოცხადებულია ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი
FaceBook
ქუთაისის მერია საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის რეაბილიტაციას გეგმას და ამ მიზნით ტენდერს [NAT240007489] აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია ბინის ფასადის, გამწვანების კუნძულებისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელიც ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს, 555 378 ლარია განსაზღვრული.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 24 აპრილს იწყება და 29-ში მთავრდება.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბინის ფასადი საფიჩხიის ცენტრში:


ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სკვერი:

ასეთი უნდა იყოს გამწვანების კუნძულები საფიჩხიის ცენტრში:
Print