ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
FaceBook
ხონში, სოფელ ნახახულევში მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევა გუშინ, 7 აპრილს, მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პოლონელი ტურისტების მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print
თეგები: #ავარია #ხონი