ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 12 აპრილის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ქარის სიჩქარე დღეს, 8 აპრილის ღამის საათებში შესუსტდება, თუმცა ქარი 10 აპრილამდე შენარჩუნდება.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 12 აპრილის ჩათვლით, 21-24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 11 და 12 აპრილს ღამის სათებში კი შესაძლოა გაწვიმდეს",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 13 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 14-ის ჩათვლით იწვიმებს. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე დაიკლებს.


Print