ახალი ამბები
იმერეთში დააკავეს პირი, რომელიც ნარკოტიკებს ჰყიდდა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია.
შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.


დაკვებული 14 ადამიანიდან 1 პირი იმერეთში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ პ.ჯ ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინი'' ჰყიდდა. დაკავებულთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. 


ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
Print