ახალი ამბები
სამტრედიაში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
სამტრედიაში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 4 აპრილს განიხილა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა სამტრედიაში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ სახლში მოხდა, სადაც წყვილი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობას სიტყვიერი კამათი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

არსებული ინფორმაციით კი, დაკავებული ქალი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ჰყვება, რომ მეუღლემ მის არასრულწლოვან შვილთან, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, გარყვნილი ქმედების ჩადენა სცადა, რასაც ახალგაზრდა ქალი შეესწრო და ქმარი ამ მოტივით, ცივი იარაღით, მოკლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



Print