ახალი ამბები
ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს მთავრდება
FaceBook
2024 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია კი 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

რეგისტრაცია, მხოლოდ ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე მიმდინარეობს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 2 700-ზე მეტმა პირმა შეავსო. 

2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 4 მარტიდან დაიწყო. 



Print