ახალი ამბები
ქუთაისში, ფსიქიატრიულის ყოფილ შენობაში ხანძარია
FaceBook
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა, ვინაიდან აღნიშნული შენობა, ამ დროისთვის, უფუნქციოა.

ცეცხლი დღეს ქუთაისში ფოსტის შენობასაც გაუჩნდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.


Print