ახალი ამბები
350-ზე მეტი ვაკანსია და უფასო სასწავლო პროგრამები-ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
FaceBook
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც 35-ზე მეტმა ორგანიზაციამ 350-ზე მეტი სამუშაო ადგილი წარმოადგინა.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ მიმდინარე ვაკანსიებს საბანკო, საფინანო, აიტი, გაყიდვების, სასტუმრო, სარესტორნო, სამედიცინო, საწარმო და საოფისე მიმართულებებით. 

წარმოდგენილი ვაკანსიები გათვლილი იყო ქუთაისში და მიმდებარედ მცხოვრებთთათვის, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი კადრებისათვის.

სამუშაოს მაძიებლები, რომლებიც დღეს ფორუმზე იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ მიმდინარე ვაკანსიებით მეტ-ნაკლებად დაინტერესდნენ. 

''აიტი მიმართულებით ვსწავლობ და ამ სფეროში მინდოდა დავსაქმებულიყავი. ვაკანსია კი ვიპოვე, მაგრამ მათ გამოცდილი კადრი სჭირდებოდათ, მე კი ჯერ სტუდენტი ვარ და გამოცდილება არ მაქვს. ამიტომ რამდენიმე სხვა ვაკანსია ავარჩიე, მარკეტის და სარესტორნო მიმართულებებით, სადაც ხელფასებიც ნორმალურია და გრაფიკიც მისაღები,'' -ამბობს ფორუმის მონაწილე ხატია ხვისტანი.

წარმოდგენილი ვაკანსიებით დაინტერესდნენ სხვა სტუდენტებიც. 

'' მარკეტებში კონსულტანტის პოზიციამ დამაინტერესა, რადგან სტუდენტურ გრაფიკზე სწორედ ესაა მორგებული.  ხელფასებმაც დამაკმაყოფილა. დავრეგისტრირდი და ალბთ მალე დავიწყებ მუშაობას,''-ამბობვს ვიკა რიჟამაძე.

ქალაქში ეს რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმია, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის თქმით, ყოველ ფორუმზე დასაქმების მაჩვენებელი მონაწილეთა რაოდენობის 15-20%-ს შეადგენს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაკანსიების რაოდენობა ყოველთვის მეტია ფორუმზე დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობაზე. 

''თუმცა წელს მაღალი აქტივობაა. ბევრი ხალხი მოვიდა და ვფიქრობთ, ბევრიც დასაქმდება. რაც შეეხება ხელფასების მინიმუმს და მაქსიმუმს, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რადგან ყველა მიმართულებას სხვადასხვა ანაზღაურება აქვს და ანაზღაურებები პოზიციების მიხედვით განსხვავდებიან,''-ამბობს ნინო ველთაური. 


გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმერეთში მოქმედი სასწავლო დაწესებულებების პროგრამებს გაცნობოდნენ. ფორუმში, ჯამში, 3 უნივერსიტეტი და 5 პროფესიული კოლეჯი მონაწილეობდა. კოლეჯების სასწავლო პროგრამებს სახელმწიფო აფინანსებს. 



ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
Print