ახალი ამბები
ძლიერი ქარი, წვიმა, სეტყვა, ელჭექი - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნალექიანი ამინდები საქართველოში 7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
Print
თეგები: #ამინდი