ახალი ამბები
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
FaceBook
3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცემათ 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდნენ და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ.

ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო, საწარმო, სამედიცინო, აიტი, საოფისე, სასტუმრო, გაყიდვების, სარესტორნო მიმართულებით.

გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად, ქუთაისის ფორუმის ფარგლებში, მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდებს, საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.


ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 3 აპრილს, 14:00 დან – 16:00 საათამდე გაიმართება. მისამართი: სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, დ. აღმაშენებლის 2. (100 კიბესთან)

დასაქმების ფორუმი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
Print