ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა საფიჩხიის უბანში არსებული ნაძვნარის მოწესრიგებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში ტყიბულის ქუჩის მეორე შესახვევის მოსახლეობა დასახლებაში არსებული ნაძვნარის მოწესრიგებას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით ნაძვნარით არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, არამედ სხვა უბნების მცხოვრებლებიც სარგებლობენ.

"ზაფხულის თვეებში ქალაქიდან ამოდის ხალხი და ამოყავთ ბავშვები. წინა ხელისუფლების დრო სათამაშო ატრაქციონები დაამონტაჟეს და ბავშვები კარგად ერთობიან. გარდა იმისა, რომ სიგრილეა ზაფხულობით, ასევე სუფთა და ჯასაღი ჰაერია. თუკი მოწესრიგდება აქაურობა, ამით ქუთაისს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი რეკრეაციული ზონა შეემატება," – ამბობენ ადგილობრივები.

ტყიბულის ქუჩის მეორე შესახვევის მოსახლეობა ნაძვნარში ძელსკამების დადგმას მოითხოვენ.


Print