ახალი ამბები
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით ცოლი დააკავეს
FaceBook
ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ქმარი მოკლა, დაკავებულია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით სამტრედიაში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ცოლ-ქმარი ერთი წლის მანძილზე ქირით ცხოვრობდა.

მეზობლების თქმით, ღამით ყვირილისა და დაპირისპირების ხმა გაიგეს, შემდეგ კი პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები შენიშნეს.

დანაშაულის იარაღი, სავარაუდოდ, ბასრი საგანია, მოტივი კი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პირმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print