ახალი ამბები
დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა - დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის სტატისტიკა
FaceBook
2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დამთვალიერებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა - გასულ წელს დაცულ ტერიტორიებს 1 078 112 ადამიანი ეწვია.
აქედან, ყველაზე მეტი დამთვალიერებელი (230 677 ადამიანი) პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა, სათაფლია კი 25 დაცულ ტერიტორიას შორის მნახველების რაოდენობით  მესამე ადგილზეა (96 956 მნახველი).

რაც შეეხება იმერეთში მდებარე სხვა დაცულ ტერიტორიებს: ოკაცეს კანიონს გასულ წელს 84 276 ადამიანი ესტუმრა და მეექვსე ადგილზეა, კინჩხას ჩანჩქერი კი 28 006-მა ტურისტმა მოინახულა და რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს  2023 წლის ვიზიტორთა სტატისტიკა ტერიტორიების მიხედვით: 

პრომეთეს მღვიმე - 230 677 ;

მარტვილის კანიონი - 228 998 ;

სათაფლია - 96 956;

მტირალას ეროვნული პარკი - 95 255;

წალკის კანიონი - 87 426;

ოკაცეს კანიონი - 84 276;

თბილისის ეროვნული პარკი - 51 040;

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 41 951;

ყაზბეგის ეროვნული პარკი - 28 195;

კინჩხას ჩანჩქერი 28 006; 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით დამთვალიერებლების რაოდენობა მომატებულია. 2022 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიები 902 063 ადამიანმა მოინახულა.
Print