ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 4 აპრილამდე, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის კი 10-12 - გრადუსი. 

"4 აპრილის ღამის საათებიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. ასეთი არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე, 7 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე დაიკლებს, ღამის საათებში კი - 9-11 გრადუსამდე",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

მისივე თქმით, 8 აპრილიდან, საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

Print