ახალი ამბები
რაჭაში მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იგრძნობოდა ქუთაისშიც
FaceBook
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, შაბათს, 30 მარტს, საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 17:44-სა და 17:50 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრს რაჭა, კერძოდ ონის რაიონი წარმოადგენდა.

პირველის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდა იყო, მეორისა კი - 4.8.

პირველის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ კილომეტრში, სოფელ ირიდან კი ერთ კილომეტრში იყო. მეორისა - ასევე ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრში, სოფელ სორგითში.

ბიძგები იგრძნობოდა ქუთაისში და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.


Print
თეგები: #მიწისძვრა