ახალი ამბები
ქუთაისიდან ცაგერის სოფლებამდე მისასველი გზების რეკონსტრუქციის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
FaceBook
სოფელ ტვიშში, ქუთაისიდან ლეჩხუმის მიმართულებით, ცაგერის რაიონში მდებარე 9 სოფლამდე მისასვლელი გზების რეკონსტრუქციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. 

საუბარია სოფლებზე: ორბელი, ლაჯანა, სურმუში, ალპანა, საირმე, ცაგერა, ღვირიში, ზოგიში, ნასპერი, სადაც დიდი ხანია გზები ამორტიზებულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზებს ორმოულად ყოველ წელს აკეთებენ, მაგრამ მალე ისევ შესაკეთებელი ხდება, რადგან ტერიტორია კაპიტალურ რეკონსტრუქციას საჭიროებს. 

'' გზა ისეთი მომსპარია, ვერ გაივლი. 3 საათი გვჭირდება ქუტაისში ჩასასვლელად, მაშინ როცა ნორმალური გზის პირობებში ნახევარ საათში ცავეტეოდით. მოგვხედონ, ერთი პირი გადაგვიგონ, რომ თავი ადამიებად ვიგრძნოთ. რამდენიმე თვის წინ ჩემს სახლში ცეცხლი გაჩნდა და სანამ სახანძრო მოვიდოდა, ორივე სართული მთლიანად დაიწვა. სახანძროს, სასწრაფოს დიდი დრო სჭირდება რომ აქ ამოვიდეს. გზას მართალია არემონტებენ, მაგრამ მეორე დღეს იყრება, კაპიტალური შეკეთებაა საჭირო,''-ამბობს სოფელ ალპანის მკვიდრი მარინა კვენეტაძე. 


აქციას მოძრაობა ''რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ადგილობრივებთან ერთად გამართავს.

აქცია 31 მარტს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.
Print