ახალი ამბები
თებერვალში ბანკების მიმართ 2 339 საჩივარი დაიწერა - სებ
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა,
2022 წლის იმავე პერიოდში - 1 656, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა.

საჩივრები შემდეგი მიმართულებებით დაიწერა:

მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 021 განაცხადი;

სამომხმარებლო სესხი - 629 განაცხადი;

საკრედიტო ბარათი - 120 განაცხადი;

ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;

იპოთეკური სესხი - 66 განაცხადი;

ოვერდრაფტი - 50;

ბიზნეს სესხი - 45;

მონმენტალური განვადება - 15;

სადებეტო ბარათი - 8;

სალომბარდე სესხები - 6;

ავტოსესხი - 3;

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - 2 და სხვა. 

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. 5 საჩივრის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
Print