ახალი ამბები
დღეს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდება
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ქუთაისს ეწვევა.
ირაკლი კობახიძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

პრემიერის განცხადებით, სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში.

ირაკლი კობახიძის თქმით, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამის საბოლოო სახეს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავებენ. ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება.

მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძე პრემიერად დაინიშნა, ახალგაზრდების გულის მოგებას ცდილობს. 

პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან  მალავე  სტუდენტებისთვის   სტაჟირების პროგრამაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამოქმედდებება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ფართო შესაძლებლობას მისცემს.




Print