ახალი ამბები
2023 წელს განქორწინებების რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა
FaceBook
საქსტატის მონაცემებით, ერთ წელში საქართველოში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობამ 14.5%-ით იკლო.
2023 წელს ქორწინებათა რაოდენობა 22 275 იყო, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი  26048-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს რომ გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით 3773-ით ნაკლები რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა. 

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო
კაცებისთვის - 32.1 წელს.

რეგიონების მიხედვით იმერეთი მეორე ადგილზეა, სადაც ყველაზე მეტი ქორწინება დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად: 

საქართველო   - 22 275;

თბილისი - 6 738;

იმერეთი - 3 334;

აჭარის - 2 208;

გურია - 618;

კახეთი - 1 749;

მცხეთა-მთიანეთი - 423;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 197;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 011;

სამცხე-ჯავახეთი - 786;

ქვემო ქართლი - 2 748;

შიდა ქართლი - 1 463

რაც შეეხება განქორწინებას, 2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2022 წელს განქორწინების მაჩვენებელი 14 098 იყო. იმერეთი განქორწინებების მიხედვითაც მეორე ადგილზეა. 

უფრო კონკრეტულად: 

საქართველო - 13 664;

თბილისი -  4 688;

იმერეთი - 2 285;

აჭარის ა.რ. - 1 054;

გურია - 355;

კახეთი - 965;

მცხეთა-მთიანეთი - 259;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 507;

სამცხე-ჯავახეთი - 287;

ქვემო ქართლი - 1 331;

შიდა ქართლი - 843.
Print