ახალი ამბები
ხმლის მონუმენტი და დროშები - "მშვიდობის ბურთის" ავტორის ახალი ინიციატივები
FaceBook
"მშვიდობის ბურთის“ მონუმენტის ავტორი ბესიკ ადამია საკრებულოს სხდომაზე მორიგი ინიციატივებით გამოდის.
ადამია მისი საავტორო მშვიდობის ბურთის მონუმენტის (ჭავჭავაძის გამზირი)  უკან საქართველოს და ევროკავშირის დროშების აღმართვას ითხოვს.



„გვსურს, მონუმენტის უკან აღიმართოს საქართველოს, ევროკავშირისა და გარეოს დროშა. ამით ეს უბანი უფრო მეტ მნიშვნელობას მიიღებს და არც სერიოზული ხარჯი იქნება გასაწევი“,- ამბობს ადამია.

ამასთან, ის ბალახვნის ცენტრში, დავით აღმაშენებლის ძეგლის გასწვრივ, უძრავ კუნძულზე ხმლის მონუმენტის  დადგმა სურს.

„ხმალი არის საქართველოს გამარჯვების, კაცობისა და მეობის სიმბოლო, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ბალახვნის ცენტრში ხმლის მონუმენტის აღმართვა“,- ამბობს განმარტავს ის.

მის ინიციატივებს საკრებულოს სხდომაზე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არც საკრებულოდან და არც მერიიდან ბესიკ ადამიასთვის კონკრეტული პასუხი არ გაუციათ. 

აღსანიშნავია, რომ ადამიას ინიციატივით, ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონის წინ, "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი 2018 წელს დაიდგა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.



Print