ახალი ამბები
ქუთაისში მე-17 სპორტსკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში, მე-17 სპორტსკოლის კრივის დარბაზებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის მერია ტენდერს [ NAT240006392] აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ობიექტს ნიკეას ქუჩაზე მდებარე სპორტული სკოლის კრივის ორსართულიანი შენობა წარმოადგენს, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ მეორე სართული ფუნქციონირებს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, პირველი სართული კი მთლიანად უფუნქციო და სრული სარეაბილიტაციოა. 

სახელმწიფო შესყიდვის ამავე დოკუმენტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტსკოლის ადმინისტრაციულ ოთხსართულიან შენობასაც, რომელიც ასევე არის ძველი აშენებული და საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას.

აღნიშნულისთვის 2 მილიონ 211 903 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 2024 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 420 000 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2025 წლის ბიუჯეტით ანაზღაურდება.

სამუშაოს ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დასრულდეს. 

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 2 აპრილს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.


ასეთი უნდა იყოს სპორტსკოლის რეაბილიტირებული შენობა
Print