ახალი ამბები
ბაღდათი-საირმის მონაკვეთზე, ერთი თვის მანძილზე, მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები 10:00 საათიდან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდში იმოქმედებს.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იქნება დასაშვები.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წესდება.


Print