ახალი ამბები
" პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული"
FaceBook
"ევროპა ჩვენი სახლია" პასუხისმგებლობას ქუთაისის მერს აკისრებს


არსამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია" ქუთაისიდან თბილისში საკანონმდებლო ორგანოს ნაწილობრივ გადატანას აპროტეტებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს კონსტიტუცია და საპარლამენტო მუშაობა სრულად წარმართოს ქუთაისში.

ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიის ამსახველი ფოტოები. "ევროპა ჩვენი სახლია" მოუწესრიგებელ ტერიტორიაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას და პირადად შოთა მურღულიას აკისრებს.

"საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არის საძოვრად და სანაგვედ ქცეული. ეს შოთა მურღულიას პირადი ღირსების საკითხი უნდა იყოს. ასევე, მოვუწოდებთ ცენტრალურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კონსტიტუციის დარღვევა და სრულად დააბრუნოს პარლამენეტი ქუთაისში. ახლოვდება არჩევნები და ახლა თუ არ ამოვიღეთ ამაზე ხმა, პარლამენტს უკანონოდ გადაიტანენ თბილისში და მალე ქუთაისი იქნება მხოლოდ გეოგრაფიული დასახლება და არავითარი სტატუსი მას აღარ ექნება",- ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლი თორნიკე ბარათაშვილი.

ადგილობრივ თითმმართველობაში ამბობენ, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ბალანსზე არ ირიცხება, შესაბამისად მისი მოწესრიგების პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიას არ ეკისრება.

Print