ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე 19 400-ზე მეტი აბიტურიენტი უკვე დარეგისტრირებულია - naec.ge-ს შუალედური სტატისტიკა
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს.

22 მარტის 10:00 საათის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი 2 700-ზე მეტმა პირმა შეავსო.

2024 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ცენტრი გამოსაცდელებს ურჩევს, რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას დეტალურად გაეცნონ.





Print