ახალი ამბები
გარემოს სააგენტო 24 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 22-დან 24 მარტის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ნისლი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

მათივე ინფორმაციით, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
Print
თეგები: #ამინდი