ახალი ამბები
პრემიერმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს დავალებები მისცა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
მათ შორის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს.

თუ რა კონკრეტული დავალებები მიიღეს მათ მთავრობის მეთაურისგან  ქალაქისა და  იმერეთის მხარის პირველმა პირებმა ქუთაისის მერიისა და გუბერნიის პრესსამსახურში არ განმარტავენ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.



Print