ახალი ამბები
ბაღდათი-კურორტი საირმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook
ბაღდათი-კურორტი საირმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის გამო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.
კერძოდ, შენებლობის პროცესში საავტომობილო გზაზე შეფერება იქნება და გადაადგილება შეთანხმებული განრიგით მოხდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად 19:30 საათიდან – 08:30 საათმდე და 13:00-დან – 14:30 საათამდე პერიოდში განხორციელდება.

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „საქმილსადენმშენი“ განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის (კმ.32+000-კმ.47+800) მონაკვეთის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელები, ხელოვნური ნაგებობები, ბორდიურები, მოხდება გზის გაფართოება და სრულად რეაბილიტირდება ასფალტ-ბეტონის საფარი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივებს გადაადგილებას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობის, ისე რეგიონის ვიზიტორებსა და ტურისტებს.

Print