ახალი ამბები
EU-მა ქუთაისს, კულტურის მხარდაჭერის მიზნით, 30 000 ევრო გადასცა
FaceBook
ქუთაისს, ევროკავშირის პროექტის - EU4Culture ფარგლებში, 30 000 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელები განმარტავენ, ახლადმიღებულ გრანტს ქალაქი კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების განსახორციელებლად გამოიყენებს.

კერძოდ, ქუთაისი, ივლისის თვეში „საჯარო ხელოვნების ფესტივალს” გამართავს. ღონისძიების მთავარი მიზანი ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერება და მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაცია იქნება (საჯარო ინსტალაციების, პერფორმანსებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით).

ქუთაისის გარდა ევროკავშირის პროექტმა EU4Culture, 30 000 ევროს ოდენობით გრანტი ფოთსაც გადასცა. ორივე მუნიციპალიტეტი EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრია.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე.

პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა.

Print