ახალი ამბები
ქუთაისში სკოლა ''პროგრესში'' ევაკუაცია გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში ქართულ-ამერიკულ სკოლა ''პროგრესში'' ცოტა ხნის წინ შევიდა ცრუ შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რის შედეგადაც სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

''ეს ინფორმაცია მეილზე მოგვივიდა. ბავშვები ძალიან შეშინდნენ. ჩვენ, ხელმძღვანელობა თავიდანვე მივხვდით, რომ ცრუ ინფორმაცია შემოგვივიდა, მაგრამ რეაგირება მაინც მოვახდინეთ. ყველა უწყებამ კარგად იმუშავა,
სწრაფად მოვიდა პოლიცია,  განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. ბოლოს სკოლაში არაფერი აღმოჩნდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა,''- ამბობს ''პროგრესის'' დამფუძნებელი დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი.

''პროგრესში'' სასწავლო პროცესი ხვალ, 19 მარტს აღდგება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



Print