ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 18 და 19 მარტის დილის საათებამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 19 გრადუსია მოსალოდნელი, მთიანში- 13-15 გრადუსი, მაღალმთაში კი - 8-10 გრადუსი სითბო. დროგამოშვებით დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

"19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება 11-13 გრადუსამდე. 21 მარტს კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით ყველგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა თოვა",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 24 მარტის დღის ბოლოდან საქართველოში  გამოიდარებს.
Print
თეგები: #ამინდი