ახალი ამბები
ხონში ყოფილმა სიძემ ყოფილი სიდედრი დაჭრა
FaceBook
ხონში, დევნილთა დასახლებაში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა.
შემთხვევა 15 მარტს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა
და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს წარსულში ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცის დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებამ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print