ახალი ამბები
ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალებების შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, პროკურატურამ პირს ბრალდება წარუდგინა
FaceBook
პროკურატურამ, ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ საშუალებებს.

"ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, პაკეტებად დაფასოებული ქუთაისში ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსა და თითოეულ ლოკაციას ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, ფოტოსურათები გადაუღო, რათა შემდგომში ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნა.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დიდი ნაწილი ქუთაისში, ბრალდებულის მიერ დაქირავებული სასტუმროს ნომერში და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.



Print