ახალი ამბები
საქართველოში 183 ათასზე მეტ ადამიანს სესხებზე პროცენტი შეუმცირდება
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის აპრილის თვიდან ლარში აღებულ სესხებზე პროცენტი მცირდება.
შემცირების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

მიღებულ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდით, ლარის შედარებით სტაბილური კურსით და ინფლაციის დაბალი დონით ხსნის. 

''აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს. თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.


2024 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ბანკებს 51,84 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული; აქედან 55 % ლარშია, რაც 183 5 ათასს შეადგენს.
Print