ახალი ამბები
ქუთაისში, წერეთლის ქუჩა ისე გადაკეტეს, მოქალაქეები არ გაუფრთხილებიათ - როდის დასრულდება სამუშაოები
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მუზეუმის ტერიტორიიდან ბალახვნის მიმართულებით  საავტომობილო გზა ისე გადაკეტეს ამის შესახებ მერიას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის "კეთილმოწყობის" სამუშაოები ორი წლის დასრულდა, მაგრამ ქუჩა ისევ გადათხრილია.  ამ ეტაპზე  საკანალიზაციო ჭის თავებს ცვლიან. 


სამუშაოებს  კომპანია "ბლექს გრუპი"  ასრულებს. მათი თქმით, გზა 14 მარტს გაიხსნება.

''სულ 7 ჭა არის გამოსაცვლელი, ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ. მალე დავასრულებთ,''- ამბობენ  ადგილზე მომუშავე ადამიანები.

მერიაში განმარტავენ, რომ წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე ონფორმაციას მოგვიანებით  გაავრცელებენ. 

წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო. გზის კეთილწყობითი სამუშაოები 2022 ოქტომბერში დასრულდა, მაგრამ სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის ქუჩაზე ხარვეზები გამოიკვეთა, რომელიც დღემდე ვერ გამოასწორეს.
Print