ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა
FaceBook
ქუთაისის აეროპორტმა, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) რეიტინგებში, მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზე მოხვდა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის, 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით, სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.

„ACI-ს განახლებული კლასიფიკაციით, საშუალო ზომის აეროპორტებს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა აეროპორტი, რომელიც წლიურად ერთიდან 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. საუბარია ევროპის 450 საშუალო სიდიდის აეროპორტზე. ქუთაისის აეროპორტში, 2023 წელს, თითქმის მილიონ 700 ათასამდე მგზავრმა ,ჩვენი აეროპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ.

2023 წლის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მცირე ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადიოდა.
Print