ახალი ამბები
საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ დარეჯან სალდაძე მეორე ვადით აირჩიეს
FaceBook
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ დარეჯან სალდაძე, მეორე ვადით, აირჩიეს. 
ის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტზე 2023 წლის თებერვლიდან დაინიშნა. მანამდე, საიას ქუთაისის ფილიალში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის იყო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი. ასევე, დასაქმებული იყო ა(ა)აიპ ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ უფლებადამცველის პოზიციაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროექტის ,,სოციალური უფლებების მდგომარეობის სამართლებრივი გაანალიზება“ ფარგლებში.

დარეჯან სალდაძე, 2021 წლიდან, აწსუ-ის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში, მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. ის არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ასევე, სპეციალიზირებულია ბავშვთა უფლებებსა და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში. მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

დარეჯანს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. ასევე, არის სხვადასხვა ნაშრომის ავტორი, რომელიც საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებს შეეხება.

დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Print