ახალი ამბები
წლის წარმატებული ადამიანის ტიტული ქუთაისელ ქორეოგრაფს მიენიჭა
FaceBook
ქუთაისელი პედაგოგი და ანსამბლ ,,ერისას" ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი პაატა ქარქაშაძე წლის წარმატებული ადამიანის ტიტულის მფლობელი გახდა.
მან აღნიშნული ტიტული, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე ,,პერსონა 2024", რეგიონში, ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

პაატა ქარქაშაძე თერჯოლაში დაიბადა. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში, ხელოვნების ფაკულტეტზე, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე. ცეკვავდა სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონში".

2012 წელს ქუთაისში დაარსა ქართული ცეკვის ანსამბლი "ერისა". 2017 წელს კი გახდა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლის ხელმძღვანელი. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ფესტივალების. ანსამბლი "ერისა" კი ️საერთაშორისო ფეზტივალის CIOFF_ის წევრი ანსამბლია, ამასთან, მიღებული აქვს ამავე ფესტივალებზე მონაწილეობა.

„პერსონა“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანები ჯილდოვდებიან.

Print