ახალი ამბები
იმერეთში მასწავლებელი რომელიც მოსწავლე გოგონებზე ძალადობდა დაკავებულია
FaceBook
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მცირეწლოვან მოსწავლე გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული პედაგოგი დაკავებულია.

დამნაშავე შსს-მ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული გ. კ. არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სამი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით.

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის 54 წლის პედაგოგი 12 და 14 წლის მოსწავლე გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში ამხილეს.

Print