ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, თებერვალში, მგზავრთნაკადი 56-%-ით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 118 505 მგზავრსა და 350 რეისს მოემსახურა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 56% -ით არის გაზრდილი.

„მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა (2023 წლის თებერვალი- 256 რეისი)“,- განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ორ თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი ჯამში 68 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 52 %-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

Print