ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 11 მარტს, ცაკლეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, საღამოს - გამოდარება. 12 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით კი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

"12-15 მარტის პერიოდში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსი დაფიქსირდება, მოიმატებს ღამის ტემპერატურაც 11-13 გრადუსამდე. 16 მარტიდან ტემპერატურა დაიკლებს და დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 11-13 გრადუსი სითბო. ამასთან, 13 მარტის საღამოს საათებიდან 14 მარტის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 15 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 17 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი.

Print
თეგები: #ამინდი