ახალი ამბები
2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და ეს ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდა.
ორგანიზაცია ძალადობის სამ ძირითად კატეგორიას გამოყოფს:

ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობა, მათი დაკავებები და დაჯარიმებები.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები;
მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები;

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ასახელებს სამ შემთხვევას, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტების საპროტესტო აქციებზე დაკავებასა და მათ დაჯარიმებას უკავშირდება, ესენია:

ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე (2 მარტი, 2023);

ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავება კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტებისას (23 იანვარი, 2024)

''ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით ჟურნალისტების დაკავების დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. ჯარიმის ოდენობა სამივე ჟურნალისტი დააჯარიმეს დისპროპორციული ჯარიმებით 2000-2200 ლარით, რაც არის პრობლემა, რადგან "ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ჟურნალისტების ყოველთვიურ შემოსავალს ჟურნალისტების დასჯის დემონსტრირებას აქვს "მსუსხავი ეფექტი" სხვა ჟურნალისტებსა და მთლიანად, მედიაგარემოზე", - ნათქვამია ანგარიშში. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სამივე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა განიხილა,  რაც ბადებს ეჭვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. 

ასევე, TI-ის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ, არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთი ასპექტია და კიდევ უფრო თვალშისაცემი და საყურადღებოა საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების ზრდის ტენდენციაც და კოორდინირებული შეტევები დამოუკიდებელ მედიაზე.

Print